მსოფლიოში ყავახანების უმსხვილესი ქსელი „სტარბაქსი“ საქართველოში აღარ შემოვა. ინფორმაციას ამის თაობაზე „კომერსანტი“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მსოფლიო ბრენდის საქართველოში შემოსვლაზე ინფორმაცია წლის დასაწყისში საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ გააჟღერა. ბიზნესმენმა, თავის მხრივ, ეს ცნობები არაბული „რაკინისგან“ მიიღო. თუმცა დღეს ფადი ასლი აცხადებს, რომ „სტარბაქსი“ საქართველოში საკუთარ ფილიალს არ გახსნის. რატომ გადაიფიქრა მსოფლიო ბრენდმა საქართველოში შემოსვლა, უცნობია.
შეგახსენებთ: „სტარბაქსის“ საქართველოში შემოყვანას „რაკინის“ კუთვნილი სავაჭრო ცენტრი „აფთაუნ–თბილისი“ გეგმავდა.
ცნიბისათვის: სტარბაქსი მსოფლიოში ყველაზე დიდი ყავის სახლია,რომელსაც 49 ქვეყანაში 16,635-მდე მაღაზია აქვს გახსნილი. სტარბაქსის ყავის სახლებში ასევე მზადდება ცივი ესპრესოები, სპეციალური ტექნოლოგიებით დამზადებული ჩამოსასხმელი ყავები ნატურალური ყავის მარცვლეულისგან. გარდა ამისა, იგი მომხმარებელს სთავაზობს სალათებს, სენდვიჩებს, ნაყინებს, შოკოლადებსა და ნამცხვრებს.